თურქეთში, სამსუნის პროვინციაში, გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვია.
სტიქიის შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზები, სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგულად ითვლება.სტიქიური უბედურების ზონაში მაშველები მუშაობენ.
საქართველოს გენერალური კონსულის სტამბოლში, ზურაბ პატარიძის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს საკონსულოსთვის, წყალდიდობით დაზარალებულ არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ მიუმართავს.




