გუშინ სამეგრელოში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რაიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.
წყლით დაიფარა ზუგდიდი-აბასთუმნის ხიდი. დაიტბორა სოფლები ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში. მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე სოფელში.
სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა. პრეზიდენტი აზერბაიჯანის დედაქალაქში რეგიონალური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა როგორც წალენჯიხის გამგეობაში აცხადებენ, ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია




