თბილისის მერია

თბილისში ახალი საბაგირო გაიხსნა

რიყის პარკის და ნარიყალას დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გაიხსნა. საბაგირო ხაზის სიგრძე 500 მეტრია. მასზე 7 გონდოლაა განლაგებული, მათგან ერთი სრულიად გამჭვირვალეა. მსურველები რიყის პარკიდან ნარიყალას ციხის ტურისტულ ბილიკსა და ბოტანიკურ ბაღში ასვლას 2 წუთში შეძლებენ. საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

საბაგიროთი ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს. სტუდენტები, მასწავლებლები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები ნახევარ ფასად იმგზავრებენ, ხოლო სკოლის მოსწავლეები და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები უფასოდ.

საბაგირო საზაფხულო რეჟიმით დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

 

კომენტარები