ურუგვაი

ურუგვაის ხელისუფლება მარიხუანას ლეგალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

ურუგვაის მთავრობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მარიხუანით ვაჭრობა კანონით დაშვებული იქნება.

Svobodanews – ის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პარლამენტს გადასახედად, მითითებულია, რომ მარიხუანას გაყიდვა მხოლოდ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სავაჭრო დაწესებულებებს შეეძლებათ და მისი ყიდვა სრულწლოვნებისთვის იქნება ნებადართული. გამოცემის ცნობით, კანონპროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილებით ხელისუფლება გააკონტროლებს მარიხუანას მომხმარებელ ცალკეულ პირთა რაოდენობას.

ურუგვაის თავდაცვის მინისტრმა ელეუტერიო ფერნანდეს გუიდობრომ მონტევიდეოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული წინადადება მიმართულია ნარკოტიკების არაკანონიერი მოხმარების წინაღმდეგ და აგრეთვე, მძიმე ნარკოტიკული საშულებების გამოყენების შემცირებისკენ.

 

კომენტარები