Google

Google მომხმარებლებს Gmail-ზე მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს

კომპანია Google ელექტრონული ფოსტის Gmail-ის მომხმარებლებს მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს, რომელიც კომპანიის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ არის ორგანიზებული.

ჩინეთში, აშშ-სა და იაპონიაში Gmail-ის მომხმარებლებმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტის ანგარიშებზე, ბანერის სახით შეტყობინებები მიიღეს.

,,ასეთი შეტყობინების მიღება ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის ანგარიში გატეხილია, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, რომ მომხმარებლის საფოსტო ანგარიში თავდასხმის სამიზნე გახდა.’’- იუწყება Google-ის ადმინისტრაცია. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურიდან მომდინარეობს აღნიშნული კიბერშეტევები. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრობლემა Google-სა და ჩინეთს შორის არსებულ ძველ დავას უკავშირდებოდეს, რომელიც ცენზურასა და ინტერნეტში პირადი ცხოვრების უფლებების დაცვას ეხებოდა.

Google მომხმარებლებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ურჩევს. 

კომენტარები