უმუშევრობა

ევროზონაში 17 მილიონზე მეტი უმუშევარია

Eurostat-მა, ევროკავშირის სტატისტიკის უწყებამ, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ევროზონის 17 ქყეყანაში უმუშევრობა 11 პროცენტს შეადგენს. 1995 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი უმუშევრობის რეკორდული მაქსიმუმია. Eurostat-ის ინფორმაციით, მთლიანად ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა 24 მილიონს აღემატება. ევროზონის ქვეყნებზე კი 17 მილიონზე მეტი უმუშევარი მოდის.

ახალი სტატისტიკა თვალსაჩინოს ხდის ევროზონის ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას. მაგალითად, ესპანეთში უმუშევრობამ 24.3 % მიაღწია, საბერძნეთში - 21.7%, პორტუგალიაში - 15.2%. ამ ფონზე, გერმანიაში ის მხოლოდ 5.4 %-ია. ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში და ავსტრიაში კი - კიდევ უფრო ნაკლები.

 

კომენტარები