რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ურალის ფედერალურ რეგიონში თავის რწმუნებულად, ვაგონმშენებელი ქარხნის საამქროს უფროსი დანიშნა.
,,ურალვაგონზავოდის’’ საამქროს უფროსი, იგორ ხოლმანსკი, ცნობილი პუტინისადმი მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერით გახდა.
ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ 2011 წლის დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს, ხოლმანსკიმ პუტინს პირდაპირი სატელევიზიო ეთერით შესთავაზა დახმარება. მან განაცხადა, რომ თუ პოლიცია ვერ ახერხებდა აქტივისტებთან გამკლავებას, ,,მუჟიკებთან’’ ერთად მივიდოდა აქციაზე და თავად ,,დაამყარებდნენ წესრიგს.’’
რუსეთის პრეზიდენტი იგორ ხოლმანსკის პირადად შეხვდა და ოფიციალური რწმუნებულის პოსტი შესთავაზა.
,,მე ვნახე როგორ აქტიურად იყავით ჩართული საზოგადოებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ სამუშაოებში და მინდა შემოგთავაზოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტი, ურალის ფედერალურ რეგიონში.’’-განაცხადა შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა.
აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ექსპერტების, ასევე ბლოგერების მხრიდან.
ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი აცხადებს, რომ ,,განსაცვიფრებელს სიახლეს'' არ გაუკვირვებია, რადგან ზამთრის აქციების დროს, სწორედ ,,ურალვაგონზავოდის'' მუშები გამოუთქვამდნენ პუტინს მხარადჭერას.
აშშ-ს კვლევებისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი, სერგეი მარკედონოვი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა ,,კალიგულას ისტორიას ჰგავს’’ და რუსეთის მთავრობა ,,უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. ‘’





