ტრეილერი

საარჩევნო კამპანია

წელს ოსტინ ფაუერსის ტრილოგიისა და გეილორდ ფოკერზე პირველი ორი ფილმის რეჟისორის, ჯეი როუჩის, ახალი კომედია "საარჩევნო კამპანია" გამოვა.  

 უილ ფერელისა და ზაკ გალიფიანაკისის პერსონაჟები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც პრეზიდენტობის ამბიცია აქვთ. ეს არის ორი ლუზერის ისტორია, რომელთა ცხოვრება, საარჩევნო დებატები, სიტყვით გამოსვლა და დაპირისპირება ამერიკული არჩევნების ერთგვარი პაროდიაა. 

ამერიკელი კინომაყურებლები ჯეი როუჩის წინასაარჩევნო "საჩუქარს"  10 აგვისტოდან იხილავენ.

კომენტარები