თურქეთი

თურქეთში 11 გენერალი დააკავეს

თურქეთის სასამართლომ 1997 წლის 28 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით 11 მოქმედი და გადამდგარი გენერალი დააკავა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულ პირებს შორის ავიაციის მოქმედი მარშალი და ხუთი გენერალ-მაიორია. ისინი ქვეყანაში გასულ საუკუნეში მომხდარი გადატრიალების მომზადებასა და მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი.

ე.წ ”28 თებერვლის” საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უკვე 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას სისხლისღვრა არ მოჰყოლია, პროკურატურის აზრით, მან ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

კომენტარები