ინფლაცია

აპრილში წლიური დეფლაცია 2.1%-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი ინფლაციის დონემ -2,1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილის მონაცემებთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 8.1%-ით შემცირდა, თუმცა 8%-ით გაიზარდა ფასები ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე.

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები შემცირდა 5.5%-ით, კავშირგაბმულობაზე კი 4.9%-ით. 13.1%-ითაა გაზრდილი სატრანსპორტო მოსახურეობის ფასი.

2009 წლის აგვიტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაცია (წლიური ინფლაცია -2.1%) თებერვალში დაფიქსირდა.

 

კომენტარები