ევროკავშირი და უკრაინა

ევროკავშირის გავლენიანი პოლიტიკოსები უკრაინაში გამგზავრებაზე უარს აცხადებენ

ევროკავშირის გავლენიანი პოლიტიკოსები, ციხეში მყოფი უკრაინის ექს–პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოსადმი უხეშ მოპყრობას აპროტესტებენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის სხვა პოლიტიკოსები უარს აცხადებენ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასწრებაზე, რომელიც უკრაინაში უნდა გაიმართოს.

,,იქიდან გამომდინარე რაც ხდება, ცხადია რომ პრეზიდენტი არ აპირებს უკრაინაში ჩასვლას და იქ გამართულ ღონისძებებში მონაწილეობის მიღებას. ასეთია ჩვენი პოზიცია ამ მომენტისთვის." –განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა პია არნეკილდე–ჰანსენმა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ უკრაინაში გამგზავრებას ბოიკოტს უცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ის უარს აცხადებს ცენტრალური ევროპის სახელმწიფო მეთაურების სამიტში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც იალტაში 11–12 მაისს უნდა გაიმართოს. ჩეხეთის პრეზიდენტამდე უკრაინაში გამგზავრებაზე უარი გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმა განაცხადა.

ჟურნალ ,,Spiegel’’–ის მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევრო–2012ზე გამგზავრებას მხოლოდ ტიმოშენკოს გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს.

კომენტარები