დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ ახალი სადაზღვევო სისტემა დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშილის განმარტებით, ახალი სისტემის მიხედვით ყველა ასაკით პენსიონერი ქალბატონი 60 წელს ზემოთ და მამაკაცი 66 წელს ზემოთ დაზღვეული იქნება სახელმწიფოს მიერ. ასევე დაზღვევას მიიღებენ 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. საერთო ჯამში დაზღვევა 800 000 ადამიანზე გავრცელდება.
,,ეს არის საკმაოდ კარგი სადაზღვევო პაკეტი. საპენსიო ასაკის ჯგუფში ხშირია ონკოლოგიური და გულის პრობლემები და ეს მიმართულებები სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებულია.’’ -აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ახალ სადაზღვევო სისტემას ჯანდაცვის მინისტრი პენსიონერებს ხვალ გააცნობს




