ტურისტული გამოფენა

EXPO BATUMI 2012

4 მაისს ბათუმში მეხუთე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა EXPO BATUMI 2012 გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო-საინფორმაციო ტურები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან და ასევე პრეზენტაციები მონაწილეთათვის.

EXPO BATUMI 2012-ის ორგანიზატორია GEONET EXPO. გამოფენის თანაორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია.

 

კომენტარები