ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი სამთავრობო საათზე

პარლამენტში, სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები" რუსეთს ხელს უწყობს საინფორმაციო ომში საქართველოს წინააღმდეგ. 

მერაბიშვილი აფხაზეთში  ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ანდჟეი ტიშკევიჩის "არასასურველ პირად"  გამოცხადების საკითხს შეეხო და ეს ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ ცნობილ განცხადებას დაუკავშირა.

"ფაქტია რომ ხშირად ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს უწყობს ჩვენს მტრებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გააჩაღონ აქტიური ომი პრესის მეშვეობით. მე გავიმეორებ, რომ ბატონი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად ოკუპირებულ ტერიტორიებზმე. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება პარლამენტში და მის გარეთ უნდა იყოს მოზომილი და გააზრებული, რათა ზიანი არ მიადგენს იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.“ -აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის ხელმძღვანელის მიმართ სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს შორის  არის ისიც, რომ მან " უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის პროცესი.”

შეგახსენებთ სამეგრელოში ”არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების” შექმნაში საქართველოს ხელისუფლება" თავისუფალი-დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადანაშაულა.  

 

კომენტარები