ბრაზილელი მსახიობი ტიეგო კლიმეკი პანტომიმის შესრულების დროს დაიღუპა. 27 წლის მსახიობი იესო ქრისტეს აღდგომისთვის მიძღვნილ თეატრალურ წარმოდგენაში იუდა ისკარიოტელს განასახიერებდა. იუდას თვითმკვლელობის სცენის შესრულების დროს, მსახიობმა შემთხვევით მართლა ჩამოიხრჩო თავი.
ტიეგო კლიმეკი 4 წუთის მანძილზე იყო თოკზე ჩამოკიდებული, მანამდე სანამ სხვა მსახიობები მიხვდებოდნენ რა მოხდა. თოკიდან ჩამოხსნის შემდეგ ცნობიერებადაკარგული მსახიობი ქალაქ იტალატეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 22 აპრილს გარდაიცვალა.
პოლიცია იმ მოწყობილობის შესწავლით არის დაკავებული, რომელსაც მსახიობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. ვარაუდობენ რომ უბედური შემთხვევა არასწორად შეკრულმა კვანძმა გამოიწვია.




