აჭარის მაღალმთიანეთში მოსულმა თოვლმა ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა პარალიზებულია.
დილიდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, უღელტეხილზე მობილიზირებულია 6 ერთეული ტექნიკა და 4 ბულდოზერი.
ამ დრომდე იკრძალება ავტოტრანსპორტით მოძრაობა ახალციხის მიმართჲლებით.
პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მეწყერ საშიშ ზონებში, სადაც თოვლის დნობამ მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება გამოიწვია.
აღსანიშნავია რომ თოვლის საფარმა აჭარის მაღალმთიან რაიონებში 1,5 მეტრს მიაღწია.




