აჭარა

ქობულეთში ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნა

ქობულეთში დღეს თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ გაიხსნა. მასში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია და სახელოსნო. სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელიც.

კოლეჯის გახსნას მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. სტუდენტებთან შეხვედრაზე მან პროფტექნიკური სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე შეეხო დასაქმების პრობლემას და თქვა, რომ მისი დაძლევა  პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროების განვითარებასთან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხის დასაქმების გარდა, ტურიზმი საქართველოსთვის არის გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარების გარანტია და ამიტომ აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა მსგავს სასწავლებლებს ენიჭება.

 

კომენტარები