TIME

ალექსეი ნავალნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანთა ასეულში

ცნობილი რუსი ბლოგერი ალექსეი ნავალნი  2012 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირთა სიაში შევიდა.

ნავალნის მოხვედრას Time-ს  სიაში, რომელიც მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან პირს ითვლის, მხარი დაუჭირა 90 000 ადამიანმა, წინააღმდეგ კი ხმა 77 000 -მა მისხა. ამავე სიაში ფიგურირებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჰილარი კლინტონი, მიტ რომნი და სხვა პირები

„გავლენათა ბუნება იცვლება, გადავწყვიტეთ შეგვერჩია ისეთი ადამიანები, რომელთა გავლენაც არა მარტო სტაბილურობით გამოირჩევა, არამედ რომელთა გავლენასაც უმეტეს შემთხვევაში დადებითი შედეგები მოაქვს.“- აღნიშნავს Time-ს  რედაქცია.

რაც შეეხება ნავალნის, Time აღნიშნავს ბლოგერის დამსახურებებს რუსეთში კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე დამსახურებას სოციალური ქსელების მეშვეობით რუსეთის მოქალაქეების გაერთიანებაში.

 

კომენტარები