პარლამენტი

ქრისტიან-დემოკრატები სოდომისტური ცოდვით დაკავებულთა ტირაჟირების წინააღმდეგ

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აპირებს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში აღნიშნული საკითხების საფუძველზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებები, ამის შესახებ განცხადება მოძრაობის ლიდერმა  დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გიორგი თარგამაძემ  აღნიშნა, რომ ეპისტოლეში ხაზი გაესვა უმუშევრობის, კომუნალური გადასახადების სიმძიმის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პატიმართა უფლებებისა და სხვა პრობლემებს, თუმცა მისი თქმით,  ყველაზე მნიშვნლეოვანი იყო ის საკითხი, რაც ზნეობრიობას უკავშირდება.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით მას და მის თანამოაზრეებს უკვე შემუშავებული აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს - ”თავისუფლება წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ზნეობრიობასთან.” 

”ქრისტიან-დემოკრატებისათვის სრულიად მიუღებელია სოდომისტური ცოდვით დაკავებული ადამიანების ისეთი ტირაჟირება, როგორც ამას ადგილი აქვს ნაციონალური ტელევიზიების მხრიდან,” - მოჰყავს სააგენტო News.ge-ს გიორგი თარგამაძის ნათქვამი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიცირებას ,,ქრისტიან-დემოკრატები” მომავალ კვირას გეგმავენ.

 

კომენტარები