რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ნინო კალანდაძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის" საშიშია" საქართველოში სტუმრობა.

„ როგორც ცნობილია საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ კანონის ძალით სისხლის სამართლის დევნას ექვემდებარება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მხრიდან არ იყო შესული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.“- აღნიშნა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, საქართველოში ჩასულმა რუსეთის მოქალაქეებმა უკვე გამოსცადეს საკუთარ თავზე ამ „აღმაშფოთებელი“ კანონის ძალა.

თბილისში გამოეხმაურნენ ლავროვის ამ  განცხადებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი თვალით ნახონ ის თუ როგორ ვითარდება საქართველო.

„რუსეთისთვის საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსული თითოეული მისი მოქალაქე, რომელიც დაინახავს რეალურად  რა მდგომარეობაა აქ და და რამდენად არ შეესაბამება სინამდვილეს მათი პროპაგანდა.“- აღნიშნა კალანდაძემ.

 

 

კომენტარები