პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილმა პატივი მიაგო საქართველოს ჯარისკაცების ხსოვნას

მიცვალებულთა ხსოვნის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს დაღუპულ საქართველოს  ჯარისკაცებს. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მან გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქვეყნის პირველ პირთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები