მიხეილ სააკაშვილი სააღდგომო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ისე არაფერი არ შეესაბამება ქართველი ერის ოპტიმისტურ ბუნებას, როგორც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული,“ რადგან ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტების სიკეთით დამარცხებისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.“
ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ერს უკეთესი მომავალი და ქვეყნის გამთლიანება უსურვა. მისი თქმით: „საქართველოს იდეა არის სიკეთის მუდმივი გადარჩენა და გამარჯვება. ამიტომ, მინდა მთელ ერს, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივულოცო ეს დღესასწაული და ყველას ვუსურვო უკეთესო ხვალინდელი დღე, ჩვენი იმედების გამართლება და, რაც მთავარია, საქართველოს გაერთიანება. რა თქმა უნდა, ამ დღეს, როდესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მისი 20 პროცენტი ოკუპირებულია მტრის მიერ, ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი სალოცავები ფეხქვეშ ითელება; ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდება საკუთარ სახლებში. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მდგომარეობაა და საბოლოოდ, ის უკეთური ძალა, რომელიც ამას ჩადის, აუცილებლად დამარცხდება და უკან დახევს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს რწმენა გვასულდგმულებს მეც და, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ პატრიოტს. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მათგანს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.''




