თბილისის მერია

შაბათს ღამით მეტროპოლიტენი მუშაობას სამი საათით გაახანგრძლივებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შაბათს ღამით დედაქალაქის მეტროპოლიტენი მუშაობას სამი საათით გაახანგრძლივებს.

00:00 საათიდან 03:00 საათმდე მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, 15 და 16 აპრილს დამატებითი რეისები დაინიშნება სასაფლაოების მიმართულებით და ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

თბილისის მერია ავრცელებს ცნობას, რომ 15 და 16 აპრილს, 08.00-18.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს უფასოდ 80-მდე მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა ტერიტორიიდან. "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის მიმართულებით, "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით, "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" მიმართულებით, ხოლო ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ.#25-დან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით. ასევე შაბათს ღამის 12.00 საათიდან 15 აპრილის 03.00 საათამდე მეტროპოლიტენით გადაადგილებაც იქნება უფასო.

 

კომენტარები