რუსეთი

პუტინი რუსეთის შემდეგი მეთაურისთვის საპრეზიდენტო ვადაზე ლიმიტის დაწესებას ემხრობა

რუსეთის ფედერაციის დუმაში გამართულ დებატებზე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი შეიცვალოს რუსეთის კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადით შეეძლოს თანამდებობის დაკავება.

პუტინმა განაცხადა, რომ "გონივრული" იქნება კონსტიტუციიდან ტერმინის "ზედიზედ" ამოღება. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ეს გავლენას არ იქონიებს მის საპრეზიდენტო მანდატზე, ვინაიდან ასეთ კანონმდებლობას უკუქცევითი ძალა ვერ ექნება.  "მას შემდეგ, რაც ის (კონსტიტუცია) დამტკიცდება,  მე საშუალება მექნება ვიმუშაო  მომდევნო ორი ვადით. არ არის პრობლემა."  

 

კომენტარები