პარლამენტი

დავით ბაქრაძემ მისაღები უწოდა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას

პარლამენტის თავმჯდომარემ მისაღები უწოდა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითზე დავის გადაჭრას, მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, იმავე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეს.

ქრისტიან-დემოკრატებმა მოითხოვეს საკონსტიტუციო ცვლილება, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია საქართველოში და 10 წელი უცხოვრია საქართველოში, ავტომატურად მიენიჭოს ისეთივე პოლიტიკური უფლებები, როგორიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.

"ჩვენი სურვილია, ქვეყანაში იყოს ღია პოლიტიკური გარემო, სადაც ყველას ექნება საშუალება პოლიტიკური შეჯიბრის და კონკურენციის", – განაცხადება პარმალენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება აბსოლუტურად მისაღებია და ხელისუფლებას არც კონკურენციის ეშინია, არც – მეტოქეობის.

 

კომენტარები