Beatles

პოლ მაკარტნის ვაჟმა შესაძლოა Beatles 2 ჩამოაყალიბოს

პოლ მაკარტნის ვაჟი მუსიკალური ჯგუფის შექმნას აპირებს. ჯგუფის წევრები მასთან ერთად შესაძლოა ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის შვილებიც გახდნენ.

ჯგუფ ,,Beatles 2’’ -ის შესაძლო ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ შეკითხვას ჯეიმს მაკარტნიმ უპასუხა, რომ ამისთვის მზად არის. ,,მე მზად ვარ. ასევე შონი და დჰანიც.. ბედნიერი ვიქნებოდი.’’ -აღნიშნა მან.

პოლ მაკარტნის შვილმა, 34 წლის ჯეიმს მაკარტნიმ 2010 წელს თავისი პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა. 36 წლის შონ ლენონი ადრეული წლებიდან მონაწილეობდა დედის, იოკო ონოს მუსიკალურ ჩანაწერებში და 2001 წლიდან დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა დაიწყო. ჯორჯ ჰარისონის 33 წლის ვაჟს, დჰანს კი უკვე ორი მუსიკალური ჯგუფი ჰქონდა ჩამოყალიბებული 2006 და 2010 წლებში.

ჯგუფ ,,Beatles’’-ის მემკვიდრეების იდეას, არ შეერთებია რინგო სტარის ვაჟიშვილი, ზაკ სტარი.

 

კომენტარები