U17 ევრო 2012: ელიტ-რაუნდი

საქართველო 1:0 ინგლისი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: დღეს ელიტ-რაუნდის მეორე ტურში ინგლისს 1:0 სძლია.

ერთადერთი გოლი მესამე დამატებით წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა: ჩინებულად ჩაერთო შეტევაში და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო ბურთი.

პირველი შეხვედრის დარად, დღევანდელი თამაშიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: გოლის გატანის კარგი შანსი ვასილ მაისურაძის გუნდმაც გაუშვა და ინგლისმაც.

საქართველოს ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე შანსი 51-ე წუთზე შექმნა: ვანო წილოსანმა მეტოქეს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეკარე ჯორჯ უილისმა დარტყმის მოგერიება შეძლო. დამატებაზე ვერ პაპუნაშვილმა იმარჯვა - მცველებს ვერ აჯობა.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ჩვენი გუნდის კარში სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, თუმცა უილიამ ჰიუზის დარტყმული ბურთი ალექსანდრე ადამიას კარს მცირე მანძილით აცდა.

ინგლისელებთან მატჩში მიღებული ყვითელი ბარათების გამო უკრაინის ნაკრებთან გადამწყვეტ თამაშს ჩვენი გუნდის ორი ფეხბურთელი გამოტოვებს: ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი.

საქართველო-უკრაინის დაპირისპირება შაბათს, 31 მარტს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თამაში შუადღის 2 საათზე დაიწყება.

 

28 მარტი, 2012. ევრო 2012 - ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 3000

საქართველო 1:0 ინგლისი

გოლი: 1:0 გ.პაპუნაშვილი (80)

საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიჭა ჭანტურია (კაპ), გიგა სამხარაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (მათე ცინცაძე 76), გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, დავით ჯიქია (დავით დარციმელია 50), ალეკო მზევაშვილი, გიორგი გოროზია

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ინგლისი: ჯ.უილისი, ჯ.ვები, რ.ინისი (კაპ) (ლ.ჩემბერსი 74), ი.ჰეიდენი, ლ.შოუ, ჯ.გრეჰემი (მ.ბენეტი 41), ჯ.სვიფტი, კ.ჩემბერსი, კ.რობინსონი, ჯ.ჯები (უ.ჰიუზი 72), ჩ.აკპომი

მწვრთნელი: ჯონ პიკოკი

გაფრთხილება: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ი.ჰეიდენი, ლაშა დვალი, კ.ჩემბერსი, ვანო წილოსანი, მ.ბენეტი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი გოზორია, ჯ.სვიფტი

მსაჯები: კ.რაიხი (ლუქსემბურგი); კ.დე კაროლისი (ლუქსემბურგი), ჰ.რიშარდი (ავსტრია)

კომენტარები