აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სეულში, სირიის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სამხრეთ კორეაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის წინ, აშშ -ის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ბარაკ ობამასთან საუბრისას ერდოანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სირიის საკითხში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. თურქეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სირიის ერთწლიანი საშინაო კონფლიქტის პირობებში თურქეთს ამ ქვეყნის 17000-მა მცხოვრებმა შეაფარა თავი. თურქული მედიის ცნობებით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ირანის, რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებით.
tbl.ge/t0j
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- აშშ-ს ელჩის თქმით, თურქეთთან F-35-ებზე არსებული უთანხმოება შესაძლოა, წელსვე აღმოიფხვრას
- ტრამპი: ერდოღანთან ძალიან პროდუქტიული საუბარი მქონდა
- რუბიო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ
- რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო მინისტრთან აქციების ფონზე შეშფოთება გამოთქვა
- Reuters: თურქეთი ცდილობს, აშშ სანქციების მოხსნასა და კავშირების გაჯანსაღებაში დაარწმუნოს




