2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 761 ლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდის ტემპი 10.7%-ით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში დაქირავებულთა საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად - 50%-ით - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განმახორციელებლებს გაეზარდათ და 959 ლარი შეადგინა. ხელფასების კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობასა და თევზჭერის სექტორებში. სოფლის მეურნეობაში ხელფასები 11.08%-ით, ხოლო თევზჭერის სექტორში 16%-ით შემცირდა.
tbl.ge/gcw
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- როგორ შეიცვალა 2020 წელს საშუალო სტატისტიკური ქართველის რეალური ხელფასი?
- საქსტატი: I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1202.7 ლარი იყო
- საქსტატი: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია
- საქსტატი: მამაკაცის საშუალო ხელფასი ქალისას 551.6 ლარით აღემატება
- საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1 217.1 ლარია