საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. "რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ, დღევანდელი მათი კურსით, დღევანდელი მათი პოლიტიკით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ არ აქვთ მომავალი, რადგან აშენებენ წარსულს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისას.
მისი თქმით, "ისინი წარსულს აშენებენ არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, ან საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ, ანდაც საბჭოთა კავშირის, თუ ევრაზიური კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ, ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას“.
„ჩვენ კი საქართველოს ვაშენებთ. ე.ი აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.




