შსს

განმუხურთან პოლიციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს

4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა, სოფელ განმუხურთან ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით . თავდამსხმელებმა გამოიყენეს ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათ წუთს გასტანა, შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მისი ინფორმაციით, თავდამსხმელები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.

 

კომენტარები