რუსეთი

ციმბირში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, რუსეთის ტუვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიზილიდან 100 კილომეტრის მოშორებით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალისა და ნგრევის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია. მიწისძვრა ციმბირის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. ბიძგები შეინიშნებოდა რუსეთში ყველაზე დიდ საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრით არის დაშორებული, ასევე ათასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კრასნოიარსკში.

ამ რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. წინა შემთხვევაში ათობით შენობა დაზიანდა, მათ შორის მდენინარე ენისეიზე არსებული ხიდი. იგი რეგიონს მოსაზღვრე ქვეყანა, მონღოლეთთან აკავშირებდა.

 

კომენტარები