
2009 წელს რეჟისორმა ნილს არდენ ოპლევმა, სტიგ ლარსონის პირველი წიგნის ეკრანიზაცია შექმნა. „გოგონა დრაკონის ტატუთი” ყველა დროის შემოსავლიან სკანდინავიურ ფილმად იქცა.
2011 წელს დევიდ ფინჩერმა „მილენიუმის” ტრილოგიის პირველი წიგნის თავისი ვერსია გადაიღო და „უცხო 3”-ის რეჟისორობის შემდეგ, ალბათ, კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა სტიგ ლარსონმა წიგნის დაწერა გადაწყვიტა. მთავარ თემებად შვედი ნეონაცისტები და ქვეყანაში ქალთა ძალადობის პრობლემები აირჩია. ნეონაცისტების თემა ლარსონს მთელი ცხოვრება აწუხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჟურნალისტი გულის შეტევით არ გარდაცვლილა და ის ნეონაცისტებმა მოკლეს. მეორე თემის არჩევაში უმნიშვნელოვანესი როლი ლარსონის ბავშობისდროინდელმა ინციდენტმა იქონია: 14 წლის იყო, როდესაც ქალის გაუპატიურებას შეესწრო და მას შემდეგ სინდისი ქენჯნიდა, რომ გოგონას, სახელად ლისბეთს, ვერ დაეხმარა. ლარსონმა სწორედ ლისბეთი დაარქვა სახელად თავისი წიგნის მთავარ პერსონაჟს. ისიც ძალადობის მსხვერპლია. ლისბეთ სალანდერი XXI საუკუნის პეპი გრძელიწინდაა. ლინდგრენის კლასიკურ პერსონაჟზე ბევრად არასაბავშვო. მამაკაცთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საზოგადოებისგან გარიყული, პირსინგებითა და ტატუებით სავსე 25 წლის გოგო, რომელიც კომპიუტერული გენიოსია. მაშინ, როდესაც საქმე კომპიუტერის დაჰაკვას, ინფორმაციის მოძიებას ეხება, მას შვედეთში ბადალი არ ჰყავს. ლარსონის წიგნების მეორე პროტაგონისტის, მიკაელ ბლუმკვისტის, პროტოტიპი ასტრიდ ლინდგრენის შექმნილი პერსონაჟი, კალე ბლუმკვისტია. აქაც მწერალი ტრანსფორმაციას მიმართავს და „კალეს” 40-45 წლის მამაკაცად წარმოგვიდგენს, მუდამ სიმართლის ძიებაში მყოფ ჟურნალისტად, რომელიც თავისი მიამიტობის მსხვერპლი აღმოჩნდება. სტიგ ლარსონის პირველი წიგნი ვანგერების გვარის იდუმალებით მოცულ წარსულზე, ლისბეთის ძალადობით აღსავსე ცხოვრებასა და ბლუმკვისტის ჟურნალისტურ გამოძიებაზეა. ეს სამი ამბავი ერთმანეთში იხლართება და კვანძი ნელა, მაგრამ საოცრად საინტერესოდ 
„გოგონა დრაკონის ტატუთი” R რეიტინგიანი (18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ყურება აკრძალულია) დეტექტივია. ერთი შეხედვით, ზუსტად ის ჟანრი და მოცემულობა, რომელშიც დევიდ ფინჩერს თანამედროვე კინოში ბადალი არ ჰყავს. „შვიდი”, „თამაში”, „ზოდიაქო” ამ რეჟისორის ნამუშევრებია და სხვა რეჟისორების დეტექტივების ავ-კარგიანობის საზომად შეიძლება გამოვიყენოთ. ამ ნამუშევრებში პერსონაჟების ურთიერთობა, მათი თითოეული ნაბიჯი მიზეზშედეგობრივია. არ არსებობს ზედმეტი ეპიზოდი, ზედმეტი კადრი. ატმოსფერო მუდამ პირქუშია და დინამიკა ნელი, მაგრამ სწორედ ეს უცნაურად მიმზიდველი მოვლენების ნელი განვითარება ქმნიდა განუმეორებელ ფინჩერისეულ ეფექტს, რომელიც ამ ფილმში მთლიანად დაკარგულია.
ის, რაც ძალიან კარგად ჩანს ლარსონის წიგნში, ძალიან ძნელია გაიგოთ ფინჩერისეულ ნამუშევარში. მაგალითად, ლისბეთის ლტოლვა მიქაელ ბლუმკვისტის პერსონაჟისადმი. როგორ „დაჰაკავს” მიქაელი ლისბეთის გულს, ფილმში არ ჩანს – ნაჩვენებია მხოლოდ კარგად 
ფინჩერის რიმეიქში საუკეთესო ეპიზოდი საწყისი ტიტრებია, Immigrant Song-ის ტრენტ რეზნორისეული ქავერით, კერენ ოუს შესრულებით. ტიტრები ლისბეთის ღამის კოშმარს ჰგავს და დევიდ ფინჩერის იმ უდიდეს პოტენციალს გვიჩვენებს, რომელიც ამ ფილმში არ ჩანს.
სტიგ ლარსონისთვის „გოგონა დრაკონის ტატუთი” საბედისწერო ნამუშევარი, ნილს არდენ ოპლევისთვის კარიერის ჰაილაითი, დევიდ ფინჩერისთვის კი კარიერაში იშვიათი, უხარისხო „ტატუ” გამოდგა.





