თბილისის მერია

ყინვების პერიოდში უსახლკაროებისათვის თავშესაფარი გაიხსნება

 თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისათვის დედაქალაქის ყველა რაიონის ერთ-ერთ უფასო სასადილოში თავშესაფარი გაიხსნება, სადაც უსახლკაროებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდებიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თავშესაფარი იქნება შემდეგ მისამართებზე: ვაკე-საბურთალო ცაგარელის 19. დიდუბე-ჩუღურეთი ვანის ქუჩა -4, ძველი-თბილისი პეტრიაშვილის 25, ისანი-სამგორის ზემო ფონიჭალა მე-3-ე მიკრო რაინი 209-ე ბაგა-ბაღი, გლდანი- გურამიშვილის ნაძალადევი გურამიშვილის 33ა.

 

კომენტარები