APPLE

FBI სტივ ჯობსის პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებს

 ხუთშაბათს, FBI-მ თავის საიტზე საჯარო გახადა Apple-ის დამფუძნებელის, სტივ ჯობსის დოსიე. დოკუმენტები ჯობსის პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებს.

 დოსიე 1991 წელს მომზადდა, როდესაც ჯორჯ ბუში უფროსის ოფისში ჯობსის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა განიხილებოდა.

 დოკუმენტების მიხედვით, ჯობსი 1985 წელს გამოძალვის მსხვერპლიც გახდა, დამნაშავეები მას ბომბის აფეთქებით ემუქრებოდნენ. დოსიედან ასევე ვიგებთ, რომ თავის დროზე, ჯობსმა ბუდიზმი მიიღო და ნარკოტიკებს მოიხმარდა.

 ”რამოდენიმე ადამიანი ეჭვს ქვეშ აყენებს ჯობსის პატიოსნებას; აცხადებენ, რომ მას შეუძლია, სიმართლე დაამახინჯოს თავისი მიზნების მისაღწევად” - ნათქვამია დასკვნაში. საუბარია იმაზეც, რომ სტივ ჯობსთან მუშაობა რთული იყო.

ნეგატიური ინფორმაციის მიუხედავად, ჯობსი მაინც დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად ექსპორტის პოლიტიკის საკითხებში, უხელფასო თანამდებობაზე.

სტივ ჯობსი გასული წლის ოქტომბერში კიბოთი გარდაიცვალა.

 

კომენტარები