ისრაელი-ირანი

ისრაელი: ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება სასიცოცხლოა

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , აშშ - ს თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ვარაუდობს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ისრაელი ირანზე იერიშს 2012 წლის გაზაფხულზე მიიტანს, აპრილში, მაისში ან ივნისში. აშშ-ს თავდაცვის მდივანი უშვებს დიდ ალბათობას ასე მოხდეს, ამის შესახებ Washington Post -ის სვეტის ავტორი დევიდ იგნატიუსი წერს.

პენტაგონს გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თავიდან აცილება ”სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ” და ” არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს.” მისი თქმით: ”დღეს წარსულისგან განსხვავებით, ბევრს ესმის, რომ თუკი სანქციებით შეუძლებელი გახდება ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამის შეჩერება, საჭირო გახდება მოქმედებებზე გადასვლა. ”

"ირანზე თავდასხმა ამერიკას ზიანს მიაყენებს... სანქციებს არ ექნება არანაირი გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავაგრძელოთ ბირთვული პროგრამა. მე არ მეშინია განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ნებისმიერ სხვა ერს, ან ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ დაუპირისპირდეს და ბრძოლა გამოუცხადოს სიონისტურ რეჟიმს..’’- განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

 

კომენტარები