სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნგ ბაკმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობებს ხედავს. მისი მტკიცებით, მისი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად საჭირო მცდელობებს კვლავაც ღიად ტოვებს. მან მოწინააღმდეგე მხარეს, კერძოდ კი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი მმართველის შვილს, კიმ ჩენ ინის ,,გულწრფელობის” ჩვენებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ იგი მამის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დასახელდა.
,,დილოგის დახმარებით ერთმანეთის მიმართ არსებული უნდობლობა უნდა გავაქროთ და საპირისპიროდ, კეთილდღეობასა და ერთობლივ თანაარსებობას უნდა შევეჩვიოთ” – განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა 2 იანვრის მიმართვაში.
ამასთან ერთად, ლიმ ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მუშაობის შეჩერების აუცილებლობაზეც.




