პატიმართა შეწყალება

შეწყალებული პატიმრები ახალ წელს სახლში შეხვდებიან

 პრეზიდენტმა საახალწლოდ 114 მსჯავრდებული შეიწყალა. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განმარტა , რომ შეწყალებულთაგან 75 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს, 13 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, 26 -ს კი პირობითი   სასჯელი  მოეხსნა.

იმ შეწყალებულთა შორის, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ, ოთხი ქალბატონია.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები საპატიმროებს დღესვე დატოვებენ.

 

კომენტარები