პატიმართა შეწყალება

შეწყალების კომისია პატიმართა საქმეებს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შობა-ახალი წლის დღეებში პატიმრებს შეიწყალებს. როგორც ცნობილია, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 120-მდე პატიმარმა მიმართა.

განცხადებებს შეწყალების სახელმწიფო კომისია 25 დეკემბერს განიხილავს. ამ დღესვე გადაწყდება, თუ რამდენ განცხადებას დააკმაყოფილებს კომისია.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი კრიტერიუმები იგივე რჩება: პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე და სხვა. მისივე თქმით, შეწყალების კომისია რეკომენდაციას არ გასცემს მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო მსჯავრდებული პირების შეწყალებაზე.

შეწყალების კომისიის მიერ განხილული პატიმართა საქმეები საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გადაიგზავნება.

 

კომენტარები