ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 91.1 მილიონი აშშ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით 2011 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 91.1 მილიონი აშშ დოლარი (151 მლნ ლარი) შეადგინა. ეს რიცხვი წინა თვის მაჩვენებელზე 3.6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გზავნილების მოცულობა 7.3 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 12.1%–ით არის გაზრდილი. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა. 2011 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.

კომენტარები