აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

 

აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, პრეზიდენტმა უნდა შეიმუშავოს და წარუდგინოს კონგრესის თავდაცვის კომიტეტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოსა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა, მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხი - ვკითხულობთ კონგრესის მიერ დამტკიცებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შემდეგი ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საქართველოსთან სამხედროში სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხს ერთი მუხლი ეთმობა.

გეგმას შემდეგი მიზნები უნდა ჰქონდეს: ქვეყნებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის ნორმალიზება საქართველოს მთავრობის პროგრესის გათვალისწინებით დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებში, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების; საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ხელისუფლების, ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვაში, რაც უნდა იყოს შესაბამისი საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობასთან და გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან. თავდაცვითი შეიარაღებისა და სერვისების მიყიდვა როგორც აშშ-ის მხრიდან, ასევე ნატოს წევრი და კანდიდატი ქვეყნების დარწმუნება ამაში - ეს უკანასკნელი, როგორც საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნაწილი. მიზნებს შორისაა საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება, რომ მონაწილეობა მიიღოს კოალიციის ოპერაციებში, ასევე იმაში, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ნატოს პარტნიორობის სტანდარტებთან და სხვა საკითხები.

ნორმალიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად საჭიროებათა შეფასებას. გეგმას თან უნდა ერთვოდეს იარაღის შესყიდვაზე ყველა განაცხადიც, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აშშ-სთვის მიუმართავს. 

დოკუმენტის თანახმად, ნორმალიზაციის გეგმა საჯარო უნდა იყოს, თუმცა, შესაძლებელია, დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიცავდეს.

კომენტარები