აშშ-საქართველოს ურთიერთობები

გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.  გავრცელებული ცნობებით,   შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა,  რომ საუბარი შეეხო   რუსეთის ფედერაციაში შექმნილ შემაშფოთებელ გარემოებასაც.

"ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებშია. ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, იმ ვიზიტებსა და კონტაქტებზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიცვლება; გარდა ამისა, ის მოქმედების გეგმა, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დღეიდან ჩიკაგოს სამიტამდე", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

კომენტარები