ჯანმრთელობა

თბილისში ამიერკავკასიის რეფრაქციული ქირურგიის ცენტრი გაიხსნა

თბილისში, ”ნიუ ჰოსპიტალის” ოფთალმოლოგიის ეროვნული  ცენტის ბაზაზე ამიერკავკასიის რეფრაქციული ქირურგიის ცენტრი გაიხსნა.

ცენტი გერმანულმა კომპანიამ ”კარლ ცეისი” გერმანიის ეკონომიკური განვითარების ცენტრთან ერთად გახსნა. მანვე ”ნიუ ჰოსპიტალს” შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

გერმანიის ეკონომიკური განვითარების ცენტრი ასევე გამოდის ინიციატივით, მოხდეს გერმანულ სადაზღვეო კომპანიებში დაზღვეული ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება ამ ცენტრში, რაც სამედიცინო ტურიზმის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ”კარლ ცეისის” უახლესი მაღალტენოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი.

კომენტარები