აშშ სირიის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადი იზოლირებულია , მისმა მმართველობამ დაკარგა ლეგიტიმურობა და ის დაკავებული პოსტიდან უნდა წავიდეს. ,,აშკარაა, რომ ასადის რეჟიმი იზოლირებულია. მასზე პოლიტიკური ზეწოლა იზრდება. ობამას ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა წავიდეს“ - განაცხადეს თეთრ სახლში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოწოდებით ასადს იორდანიის მეფე აბდულამაც მიმართა. იგი პირველი არაბი ლიდერია, რომელმაც სირიის პრეზიდენტს პოსტის დატოვება ურჩია. ორშაბათს ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების კიდევ 18 წევრი დაამატა იმ პირთა სიას, ვისაც ევროკავშირში შესვლა ეკრძალება. როგორც ცნობილია, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 3500 ადამიანი დაიღუპა. მთვრობის მომხრე უსაფრთხოების ძალებსა და მოსახლეობას შორის შეტაკებები დღესაც გრძლედება.




