საქართველო-ევროკავშირი

ქეთრინ ეშტონი საქართველოს 16 ნოემბერს ეწვევა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი საქართველოს 16 ნოემბერს ეწვევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტი დაგეგმილია რეგიონული ტურის ფარგლებში. ეშტონი შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ეს ეშტონის მეორე ვიზიტია საქართველოში. კალანდაძის თქმით, იგი ბოლოს საქართველოში 2010 წლის ივნისში სტუმრობდა. წინა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისარმა ოფიციალურად გახსნეს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე. “ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მოწმობს, რომ ევროკავშირს განსაკუთრებული ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში და ეს ინტერესი კვლავ აქტუალურია.

 

კომენტარები