საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტავს, რომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა. განცხადება ტუღუშმა დღეს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოუწოდა და მოსთხოვა ”რაც შეიძლება სწრაფად” შეესწავლა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერების საკითხი. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ მან 21 ოქტომბერს წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილს და ხვედელიძეს. ასევე გამოითხოვა ბიზნესმენისა და მისი მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმის წარმოებების მასალები. ამჯერად მიმდინარეობს მათი შესწავლა. .ომბუდსმენის პრეს-სამსახური განმარტავს, რომ საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა.
სახალხო დამცველი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს სწავლობს
tbl.ge/16xf
დაკოპირდა




