მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად თურქეთმა საერთაშორისო დახმარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც საწყის ეტაპზე უარი თქვა დახმარების შეთავაზებებზე. თურქეთის მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, მთავრობამ გადაუდებელი დახმარების თხოვნით მსოფლიოს 30 ქვეყანას მიმართა, მათ შორის ისრაელს. ისრაელმა თავის მხრივ გადაწყვიტა ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო თვითმფრინავი გაუშვას კატასტროფის ადგილას. თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. დანგრეულია 2000-ზე მეტი სახლი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ცნობებით, დღეს ქალაქ ერჯიშში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს.
tbl.ge/e2r
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა
- თურქეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ერთ-ერთ რაიონში შენობა ჩამოინგრა
- სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- თურქეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა
- თურქეთის პოლიციამ 20 პირი დააკავა მიწისძვრაზე "პროვოკაციული" პოსტების გავრცელების გამო




