საფრანგეთის ელჩი

ერიკ ფურნიე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის სრულუფლებიანი  და საგანგებო ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე,  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. სააკაშვილმა ფურნიეს მადლობა გადაუხადა საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისა და საქართველოსა  და საფრანგეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ერიკ ფურნიეს  საქართველოში დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა 2011 წლის 23 ოქტომბერს ეწურება. გავრცელებული ცნობით,   ის  საქმიანობას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის  პოსტზე  გააგრძელებს. 

კომენტარები