ეფლი სამსუნგის წინააღმდეგ

ავსტრალიაში Samsung-ის ტაბლეტური კომპიუტერების გაყიდვები შეჩერდა.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრალიის ბაზარზე Samsung Electronics-ის მიერ წარმოებული ტაბლეტური კომპიუტერების გაყიდვა  დროებით შეჩერდება. Apple-მა თავის სამხრეთ კორეულ კონკურენტთან საპატენტო  დავაში გამარჯვება მოიპოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება Samsung-ს ავსტრალიის ბაზარზე პოზიციის დაკარგვით ემუქრება, რადგან, შესაძლოა, კომპანიამ საშობაო გაყიდვების სეზონი გამოტოვოს.

Apple ბრალს დებს Samsung-ს, რომ ტაბლეტ Galaxy Tab 10.1-ისთვის გამოყენებული სენსორული ეკრანის ტექნოლოგია, მოპარულია.

აპრილში დაწყებული სამართლებრივი დავა, პატენტის დარღვევის თაობაზე, ორ კონკურენტ კომპანიას შორის 9 ქვეყანაში მიმდინარეობს.

Apple-მა გამარჯვება უკვე მოიპოვა გერმანიაში - ევროპის წამყვანი ეკონომიკის ქვეყანამ Galaxy Tab 10.1- ის გაყიდვები აკრძალა. მოსალოდნელია სააპელაციო განხილვაც.

თავის მხრივ, Samsung-მა,  გასულ კვირას განაცხადა, რომ შეეცდება, შეაჩეროს Apple-ის  iPhone 4S-ის გაყიდვა საფრანგეთსა და იტალიაში.  მიზეზად 3G გადაცემის პატენტის დარღვევას ასახელებს.

კომენტარები