საპროცესო კოდექსი

პროკურატურა საბანკო ანგარიშებს გააკონტროლებს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საბანკო ანგარიშის გამოყენებით პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს. კანონპროექტის თანახმად, ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციების შესახებ.  პროკურორი უფლებამოსილია გასცეს საბანკო ანგარიშების მონიტორინგზე ნებართვა საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე. კანონპროექტით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

კომენტარები